სენაკის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა სენაკის მუნიციპალიტეტში დააზიანა რამდენიმე კერძო სახლის სახურავი. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ზარალის დამთვლელი კომისიების მიერ მოხდება ზარალის დათვლა და შესაბამისი რეაგირება. ადგილზე ვითარებას მოადგილეებთან ერთად ეცნობა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია. ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში.