სენაკში მიმდინარეობს ზონალური ტურნირი ჭაბუკ ხელბურთელთა შორის

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის ინფორმაციით, სენაკში მიმდინარეობს, საქართველოს ჩემპიონატის დასავლეთის ზონალური ტურნირი ჭაბუკ ხელბურთელთა შორის.

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ. განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,...

რევოლუცია პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში – Focal One და Exact Vu ტექნოლოგიების უპირატესობები MMT ჰოსპიტალში

ზუგდიდიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით დიაგნოსტირება. პროსტატის კიბო მამაკაცებში კანის კიბოს შემდეგ ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებადი ონკოლოგიური დაავადებაა და იგი მამაკაცებში ონკოლოგიური დაავადებით გარდაცვალების წამყვანი მიზეზია. სამწუხაროდ, 7-დან 1 მამაკაცს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაესმევა. ამჟამად, ადრეული გამოვლენა და სკრინინგი ერთადერთი საშუალებაა პროსტატის მეტასტაზური კიბოს და ამ დაავადებასთან...

სენაკსა და ქუთაისში სამხედრო მოსამსახურეების გარბენი გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებით, ქალაქ სენაკსა და ქუთაისში გარბენი გაიმართა. სენაკის მე-2 და ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადების სამხედრო მოსამსახურეებმა ქალაქის ქუჩებში 5-კილომეტრიანი მონაკვეთი გაირბინეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპორტული ღონისძიებები საზოგადოებაში თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ისახავს მიზნად.

ცესკომ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამა. ცესკო-ს ინფორმაციით, შემაჯამებელი ოქმის მიხედვით №26 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც ფოთს, ხობს და სენაკს მოიცავს, საქართველოს პარლამენტის წევრად, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, არჩეულია გიორგი ხახუბია (№41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“). შემაჯამებელი ოქმის თანახმად, პარლამენტისშუალედური არჩევნებისთვის...