პარლამენტმა გიორგი ხახუბიას უფლებამისილება ცნო

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ფოთის, ხობისა და სენაკის ახალი მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ხახუბიას უფლებამისილება ცნო. ინფორმაციისთვის: გიორგი ხახუბია, 29 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად, ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.

სენაკის საბავშვო და ბაგა-ბაღებში სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების უზრუნველსაყოფად მონიტორინგი მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ანა ჭიჭაღუა, ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების უზრუნველსაყოფად, მუნიციპალიტეტის საბავშვო და ბაგა-ბაღებში, მონიტორინგს ახორციელებს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მონიტორინგი, რომელიც საქართველოს მთავრობის # 485 დადგენილების - "ტექნიკური რეგლამენტის - ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ" ფარლგებში მიმდინარეობს,...