“მომავლის არქიტექტორები 2023”

დღეს, პროექტის - "ხელოვნების საკვირაო სკოლა" ფარგლებში, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლაში, სახვითი (სივრცითი) და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით, შეხვედრა "მომავლის არქიტექტორები 2023" გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოეწყო პროექტში ჩართული სენაკელი ახალგაზრდების ნამუშევრების გამოფენა. წარმოდგენილ იქნა ნახაზები, ნახაზების აპლიკაციები, შეუღლების ამოცანები, ნახატები - შავ-თეთრ გრაფიკაში და არქიტექტურული მაკეტები. პროექტს, სენაკის მუნიციპალიტეტის...

სასწარფო დახმარების ახალი მანქანები რეგიონებში გადანაწილდება

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 23 სპეცმანქანით განახლდა. ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, მაღალი გამავლობის, ევროსტანდარტების შესაბამისი, ავტომობილები, თანამედროვე სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი და რთულ რელიეფზე გადასაადგილებლად არის განკუთვნილი. სასწრაფო დახმარების 23 ახალი ავტომობილი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში გადანაწილდება.