სენაკის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს: "12 ნოემბერს, 13:00 საათიდან, "ეგრისობის" სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, ნოქალაქევის მიმართულებით, ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს, მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება. ტრანსპორტი მგზავრებს სადღესასწაულო ღონისძიების ადგილამდე, ნოქალაქევამდე, სამხატვრო გალერეის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაიყვანს."-ნათქვამია განცხადებაში.
15 ნოემბრამდე თბილი და უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოში კი 13 ნოემბერს ზოგან მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. “თბილისში 12 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება, 13 ნოემბერს კი მოიღრუბლება და მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 13-14...
სენაკში “ეგრისობა” გაიმართება
12 ნოემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, სახალხო დღესასწაული "ეგრისობა" გაიმართება. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 15:00 საათიდან - ისტორიულ-ეთნოგრაფიული სივრცეები; გამოფენები; საგანგებოდ მოწყობილი კუთხეების დათვალიერება; შემეცნებითი და გასართობი ატრაქციები 16:00 საათიდან - თეატრალური კომპოზიცია - ,,ეგრისის სამეფო" 17:00 საათიდან - სენაკის საპატიო მოქალაქეების წარდგენა-დაჯილდოება გალა კონცერტი: დათუნა სირბილაძე; აჩიკო...