14 ნოემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, სახალხო დღესასწაული “ეგრისობა” გაიმართება. იხილეთ ღონისძიებების პროგრამა: 13:00 საათი: თეატრალური კომპოზიცია, ისტორიულ-ეთნოგრაფიული სივრცეების განცნობა. 16:00 საათი: სენაკის საპატიო მოქალქეების დაჯილდოების ცერემონია. 17:00 საათი: გალა-კონცერტი. ფოტო: ფეისბუქგვერდი "ეგრისობა"

