ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო

სენაკის მუნიციპალიტეტის ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში დაიწყო ხორში-საჯიჯაოს დამაკავშირებელი გზის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომლის ღირებულება 1 963 308 ლარს შეადგენს, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. "აღნიშნულ ლოკაციაზე, წლების მანძილზე შექმნილი დაზიანებები და მოშლილი ინფრასტრუქტურა მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემას უქმნიდა. მასშტაბური პროექტის დასრულების შემდეგ, განახლებული...

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვაზე ჯარიმები წესდება

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა იმსჯელეს კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, დაწესდება მკაცრი ჯარიმა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვის გამო. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეებისთვის (მათ შორის, მათი ნაწვერალისთვის) ცეცხლის წაკიდებისთვის წესდება ახალი ადმინისტრაციული ჯარიმა – ფიზიკური პირებისთვის თითოეულ ჰექტარზე 1 000 ლარის, იურიდიული პირებისთვის კი, – 2...