სენაკელი პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი გახდა

ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის №2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნარგიზ თავართქილაძემ, მასწავლებლის ეროვნული პრემია მოიპოვა.

პროექტი „გმირის დღე“ სენაკში – მოსწავლეების საგანმანათლებლო ექსკურსია ნოქალაქევში

საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის ინიციატივით წამოწყებული პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ნოქალაქევის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში საგანმანათლებლო ექსკურსია და საუბრები გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აქტივობაში სენაკის მე-7 და ნოქალაქევის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პედაგოგების ხელმძღვანელობით, მოსწავლეები გაეცნენ VI საუკუნეში ეგრისის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მეფე...

ძველ სენაკში №1 საბავშვო ბაღის ახალი შენობა გაიხსნა

ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში №1 საბავშვო ბაღის ახალი შენობა გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებულ, 40 აღსაზრდელზე გათვლილ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სააღმზრდელო პროცესი უკვე განახლდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალაშენებულ შენობაში მოწყობილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო ოთახები, საძინებლები, სასადილო, სამზარეულო და სანიტარიული სივრცეები. ბაღში შექმნილი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს აღსაზრდელებისთვის უსაფრთხო, კომფორტულ და...

რუსთაველის ქუჩაზე ასფალტის ახალი საფარი იგება

ქალაქ სენაკში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურ ფაზაშია. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ასფალტის ახალი საფარი იგება რუსთაველის ქუჩაზე. აღნიშნული პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 738 000 ლარს შეადგენს. საერთო ჯამში, ქალაქ სენაკში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე წელს 24 პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. სამუშაოების ნაწილი უკვე წარმატებით დასრულდა, ხოლო დარჩენილ ობიექტებზე ინფრასტრუქტურული...

სენაკში ღვაწლომოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეm ზვიად გაბისონიამ სენაკის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ პედაგოგებს პროფესიისადმი ერთგულებისა და მრავალწლიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასკოლო საზოგადოების წევრები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყირში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ტყირში ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. . პროექტის ფარგლებში, 3 200 გრძივ მეტრზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გზის საფარი მოეწყობა. ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულება ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 705 950 ლარს შეადგენს.

ნესტორ ესებუას სახელობის ტურნირი

ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, ლეგენდარული სენაკელი ფალავნის, ნესტორ ესებუას სახელობის ქართულ ჭიდაობის ტურნირი გაიმართა. ტურნირს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა დაესწრნენ. სპორტულ შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული წარმატებული ფალავნები მონაწილეობდნენ და გამარჯვებისთვის ტრადიციულ ქართულ ჭიდაობაში იბრძოდნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი,...

სენაკში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, როგორც ქალაქში, ისე ადმინისტრაციულ ერთეულებში, სტიქიის შედეგად დაზიანებულ ტერიტორიებზე, სალიკვიდაციო და გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის ბრიგადები, დატბორვის შედეგად დაგროვილი ნატანი მასალისგან დაზიანებულ ლოკაციებს ასუფთავებენ. სამუშაო პროცესს ადგილზე ეცნობიან სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და საკრებულოს...

სენაკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს

სენაკში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს. ეროვნული დღესასწაულის ფარგლებში, იმართება კულტურული, სპორტული, საბავშვო და გასართობ-შემეცნებითი საზეიმო ღონისძიებები. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 108 წლისთავისადმი მიძღვნილი აქტივობები, განახლებულ ცენტრალურ მოედანზე, თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის გამოფენით დაიწყო. სპეციალურად მოწყობილ სივრცეებს, მოქალაქეებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის...

ნიკოლოზ გრიგოლიას და ლუკა იოსავას წარმატება

სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები - ნიკოლოზ გრიგოლია და ლუკა იოსავა, ბენიამინო ჯილის სახელობის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის პირველი პრემიის მფლობელები და ლაურეატები გახდნენ. სენაკის მუნიცპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ლაურეატის წოდება და მეორე პრემია მოიპოვა მარიამ გარუჩავამ, ანასტასია ჩარკვიანს და მარიამ კიკვილაშვილს კი - წილად ხვდათ მესამე პრემია და...