- საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის ინიციატივით წამოწყებული პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ნოქალაქევის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში საგანმანათლებლო ექსკურსია და საუბრები გაიმართა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აქტივობაში სენაკის მე-7 და ნოქალაქევის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პედაგოგების ხელმძღვანელობით, მოსწავლეები გაეცნენ VI საუკუნეში ეგრისის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მეფე გუბაზის სახელმწიფოებრივ მოღვაწეობას, მის როლსა და მნიშვნელობას.
ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი ესწრებოდა.
პროექტის მიზანია ქართველი გმირების შესახებ ცოდნის გავრცელება, მოზარდებში საქართველოს ისტორიისადმი ინტერესის გაღვივება და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება.

