სენაკის სამი მცხოვრები ემსხვერპლა სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ტაქსს შეეჯახა. სამივე გარდაცვლილი სენაკის მკვიდრია.

ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში

სენაკის სოფელ ბეთლემთან ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბეტონის ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა. გარდაცვლილებს შორის 7 წლის ბავშვია. დაშავებულია ორი პირი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ თეკლათთან

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკის სოფელ თეკლათთან. მედიის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი.