ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში

სენაკის სოფელ ბეთლემთან ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბეტონის ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა. გარდაცვლილებს შორის 7 წლის ბავშვია. დაშავებულია ორი პირი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში

დღეს, სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. 2 დაშავებულის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.