ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში

  • სენაკის სოფელ ბეთლემთან ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბეტონის ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა.

გარდაცვლილებს შორის 7 წლის ბავშვია. დაშავებულია ორი პირი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.