“ლაზიკამედში” 67 კორონაინფიცირებული მკურნალობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სენაკის კლინიკა “ლაზიკამედში” იმყოფება 67 კოვიდპაციენტი. მათ შორის მძიმე 1 და საშუალო სიმძიმის 56 ადამიანი. ხოლო სენაკის კლინიკა "სენამედში" იმყოფება 12 კოვიდ პაციენტი. ინფორმაციისთვის, საქართველოში, ​2236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 44 პაციენტი.

სენაკში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით სენაკის მუნიციპალიტეტში გარდაიცვალა 64 წლის ქალბატონი. პაციენტი “ლაზიკამედის” კლინიკაში მკურნალობდა. დღეს, საქართველოში კორონავირუსის 1 310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 632 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 241 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 446, „პისიარ“ ტესტით – 12 795.