“სენამედში” 12 კოვიდპაციენტი მკურნალობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმნისტრაციის ინფორმაციით, სენაკის კლინიკა “სენამედში’ იმყოფება 12 კოვიდპაციენტი. სენაკი ლაზიკა მედი 59 პაციენტი, მათ შორის მძიმე 1 და საშუალო სიმძიმის 45 პაციენტი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 3 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 052 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი გუგუჩია დაინიშნა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი გუბერნატორი გიორგი გუგუჩია წარადგინა. “გიორგი გუგუჩია სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორია, ის არის ზუგდიდიდან, კარგად იცნობს რეგიონს და მჯერა, ძალიან წარმატებული გუბერნატორი იქნება”.-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ინფორმაციისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ თანამდებობა დღეს დატოვა.

სენაკში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით სენაკის მუნიციპალიტეტში გარდაიცვალა 64 წლის ქალბატონი. პაციენტი “ლაზიკამედის” კლინიკაში მკურნალობდა. დღეს, საქართველოში კორონავირუსის 1 310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 632 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 241 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 446, „პისიარ“ ტესტით – 12 795.

სენაკში კორონავირუსის 60 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მალხაზ თორიას ინფორმაციით, კორონავირუსის ინფიცირების ყველაზე მეტი მაჩვენებელი სენაკში ფიქსირდება. "სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა დღეს, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა. ყველაზე მეტი ინფიცირების გამოვლენა გვაქვს სენაკის მუნიციპალიტეტში, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა 60 შემთხვევა. დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა სენაკის ერთი საჯარო...