სენაკში კორონავირუსის 60 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მალხაზ თორიას ინფორმაციით, კორონავირუსის ინფიცირების ყველაზე მეტი მაჩვენებელი სენაკში ფიქსირდება. "სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა დღეს, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა. ყველაზე მეტი ინფიცირების გამოვლენა გვაქვს სენაკის მუნიციპალიტეტში, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა 60 შემთხვევა. დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა სენაკის ერთი საჯარო...