განათლებისა და მეცნირების სამინიტრო-საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65% ვაქცინირებულია

განათლებისა და მეცნირების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში ვაქცინაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65% ვაქცინირებულია. “როგორც მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, მათი მიზანია, ვაქცინაციის პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს მთლიანად სასკოლო საზოგადოება, რაც სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში...

15 სექტემბრიდან მასწავლებლებს და მოსწავლეებს შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტების შეძენა შეეძლებათ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაშიც შეძლებენ შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით სარგებლობას. უწყების ცნობით, შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), საჭიროა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე...

სკოლები და უნივერსიტეტები სწავლას დისტანციურ რეჟიმში 15 სექტემბრიდან დაიწყებენ

სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, – ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო. “სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება. ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე“,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

AFAD წარმოგიდგენთ: აგრო კლუბს ქვემო ნაგვაზავოს სკოლიდან

ქვემო ნაგვაზაოში სკოლის ეზოში აგრო კლუბი ფუნქციონირებს. ქვემო ნაგვაზაოელმა მოსწავლეებმა, რომლებიც ახლადშექმნილი აგრო კლუბის წევრები არიან, უკვე დარგეს ხეები. ნერგები, რომელიც სკოლის ეზოში, სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ადგილზე, გამოცდილი ახალგაზრდა მეხილე ექსტენციონისტის, გიორგი კოკაიას კონსულტაციითა და ხელმძღვანელობით, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით გააშენეს. სადემონსტრაციო ნაკვეთზე ხეხილის თანამედროვე ჯიშებია გაშენებული. მოსწავლეები სპეციალისტების უშუალო კონსულტაციით...

სენაკში კორონავირუსის 60 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მალხაზ თორიას ინფორმაციით, კორონავირუსის ინფიცირების ყველაზე მეტი მაჩვენებელი სენაკში ფიქსირდება. "სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა დღეს, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა. ყველაზე მეტი ინფიცირების გამოვლენა გვაქვს სენაკის მუნიციპალიტეტში, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა 60 შემთხვევა. დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა სენაკის ერთი საჯარო...