სენაკში კორონავირუსის 60 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მალხაზ თორიას ინფორმაციით, კორონავირუსის ინფიცირების ყველაზე მეტი მაჩვენებელი სენაკში ფიქსირდება.

“სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა დღეს, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა. ყველაზე მეტი ინფიცირების გამოვლენა გვაქვს სენაკის მუნიციპალიტეტში, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა 60 შემთხვევა. დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა სენაკის ერთი საჯარო სკოლა. ასევე დაიხურა სამი საბავშვო ბაღი. ჩვენ მაქსიმალურად გავამკაცრეთ ჯარიმები. პოლიცია, შრომის ინსპექცია და სამსახურები მაქსიმალურად აკონტროლებენ ნიღბის ტარებას, რეგულაციების დაცვის საკითხს. გამოვლინების შემთხვევაში კი დაჯარიმდებიან ყველა კანონდარღმევი პირი. ეპიდემიოლოგები დილიდან აგრძელებენ მუშაობას, ასევე გაგრძელდება გეგმური ტესტირებები. მოვუწოდებ ყველას, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და გავუფრთხილდეთ ჩვენს ჯანმრთელობას.”-განაცხადა მალხაზ თორიამ.