„ქართულმა ოცნებამ” სენაკის მერობის კანდიდატად ვახტანგ გადელია წარადგინა

“ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატები წარადგინა. სენაკის მერობის კანდიდატად პარტიამ ვახტანგ გადელია დაასახელა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

სენაკის მერი “სინოფარმით” აიცრა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი ,,სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 12 მაისს, სენაკის ამბულატორიულ-პოლიკლინურ გაერთიანებაში ვაქცინაცია ასევე ჩაუტარდებათ მერის პირველ მოადგილეს გრიგოლ ბაღათურიას და მერის მოადგილეს კახაბერ კუპრეიშვილს. ,,მინდა ყველას მოვუწოდო რომ, გაიკეთონ ვაქცინა, რათა დავიცვათ საკუთარი თავი და ინფიცირების საფრთხე გარშემომყოფებსაც არ შევუქმნათ. ვაქცინაცია...

სენაკის მერიამ და წითელმა ჯვარმა სოციალურად დაუცველებს სასურსათო პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები დაურიგა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და წითელი ჯვრის საზოგადოების ერთობლივი პროგრამა -"საქმიანობათა ცენტრი სენაკში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისთვის”, გრძელდება. პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალაქად და სოფლად მცხოვრებ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბენეფიციარებს სასურსათო პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები დაურიგდათ. თანადგომის აქციის მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადგილობრივი...