სენაკის მერი “სინოფარმით” აიცრა

  • დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი ,,სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 12 მაისს, სენაკის ამბულატორიულ-პოლიკლინურ გაერთიანებაში ვაქცინაცია ასევე ჩაუტარდებათ მერის პირველ მოადგილეს გრიგოლ ბაღათურიას და მერის მოადგილეს კახაბერ კუპრეიშვილს. ,,მინდა ყველას მოვუწოდო რომ, გაიკეთონ ვაქცინა, რათა დავიცვათ საკუთარი თავი და ინფიცირების საფრთხე გარშემომყოფებსაც არ შევუქმნათ. ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზაა“ – განაცხადა ლევან კუპრეიშვილმა.