ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება

საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა. “არჩევნების შესახებ დღეს გამოცემული განკარგულებით, პრეზიდენტმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების თარიღად 2021 წლის 2 ოქტომბერი დაასახელა”.-ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრეზიდენტმა 8 სამხედრო მოსამსახურე მხედრული მამაცობისთვის მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედლით მხედრული მამაცობისთვის 8 სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა. სალომე ზურაბიშვილმა სენაკში, ქართული კონტიგენტის მიერ სამშვიდობო მისიის დასრულებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში განხორციელებულ საერთოშორისო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფას კი საქართველოს თავდაცვის ძალების 32-მა სამხედრო მოსამსახურემ შესწირა თავი.