საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის ინიციატივით წამოწყებული პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ნოქალაქევის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში საგანმანათლებლო ექსკურსია და საუბრები გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აქტივობაში სენაკის მე-7 და ნოქალაქევის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პედაგოგების ხელმძღვანელობით, მოსწავლეები გაეცნენ VI საუკუნეში ეგრისის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მეფე...

