8 ოქტომბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, სენაკის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო სკრინინგი გაიმართება. სამედიცინო აქცია სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერითა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება. კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მაღალკვალიფიციური ექიმებისგან სრულიად უფასოდ მიიღონ შემდეგი მომსახურებები: ძუძუს კიბოს სკრინინგი...

