ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში №1 საბავშვო ბაღის ახალი შენობა გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებულ, 40 აღსაზრდელზე გათვლილ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სააღმზრდელო პროცესი უკვე განახლდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალაშენებულ შენობაში მოწყობილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო ოთახები, საძინებლები, სასადილო, სამზარეულო და სანიტარიული სივრცეები. ბაღში შექმნილი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს აღსაზრდელებისთვის უსაფრთხო, კომფორტულ და...

