ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში

დღეს, სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. 2 დაშავებულის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.