- განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეm ზვიად გაბისონიამ სენაკის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ პედაგოგებს პროფესიისადმი ერთგულებისა და მრავალწლიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასკოლო საზოგადოების წევრები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ

