სენაკში უფასო სამედიცინო სკრინინგისა და ვაქცინაციის აქცია გაიმართება

12 ნოემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, სენაკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს უფასო სამედიცინო გამოკვლევებითა და პრევენციული ჯანდაცვის სერვისებით. სამედიცინო აქცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით ტარდება. კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მაღალკვალიფიციური ექიმების მონაწილეობით, მოქალაქეებისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი იქნება...