ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მთავრობის შესაბამისი განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

