სენაკში ლექცია-სემინარი გაიმართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში სკოლის მოსწავლეებისთვის ლექცია-სემინარი გაიმართა. შეხვედრა, თემაზე „საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების 1700-წლიანი ისტორია და წმინდა ალექსი შუშანიას ცხოვრება-მოღვაწეობა“, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ინიციატივით ჩატარდა. ღონისძიებას მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერა ჰქონდა. ლექციას X-XII კლასის მოსწავლეებისთვის ცენტრის სპეციალისტი, ლია ღვამბერია უძღვებოდა.