სენაკში ცოტნე დადიანის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

ქალაქ სენაკში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება. ამჯერად, ცოტნე დადიანის ქუჩაზე საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში 610 გრძივ მეტრზე თანამედროვე ასფალტბეტონის საფარი დაიგო, რის შემდეგაც შესაბამისი საგზაო მონიშვნებიც გაკეთდა. სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 320 749 ლარი შეადგინა. ინფრასტრუქტურული პროექტის შედეგად ქუჩაზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა გზის ხარისხი, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მძღოლებისა და...