საარჩევნო ადმინისტრაცია მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს ახალ ფორმატში იწყებს

საარჩევნო ადმინისტრაცია მედიის წარმომადგენლების ინფორმირებისა და მათთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, სამუშაო შეხვედრებს ახალ ფორმატში იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ ცესკო ავრცელებს. უწყების ცნობით, პირველი სამუშაო შეხვედრა მედიის  წარმომადგენლებთან დღეს გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა მედიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და საზოგადოების სწორად ინფორმირების პროცესში მედიის როლზე ისაუბრა. ცესკოს თავმჯდომარემ მედიის...