ირაკლი ღარიბაშვილი: მომავალი წლიდან პენსიები გაიზრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში მომავალი წლიდან პენსიები გაიზრდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “2024 წლიდან ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მლნ ლარით იზრდება. 70 წლისა და მეტი ასაკის პირთა პენსია გაიზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის...

სოხუმის დაცემიდან 30 წელი შესრულდა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციიით, დღეს, სოხუმის დაცემისა და ჟიული შარტავას გმირული დაღუპვიდან 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, გმირების ქალაქში პატივი მიაგეს აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას. ჟიული შარტავასა და მისივე სახელობის სენაკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში გაიმართა თემატური ღონისძიება - "აფხაზეთი ჩვენი ტკივილია...’’ სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, დეკანოზმა იოანე...

“ღირსეული პასუხი 2023” დასრულდა

მედიასწავლება "ღირსეული პასუხი 2023“ კომბინირებული საველე სწავლებით დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიმუალაციური სცენარის მიხედვით მედიაცენტრი საველე პირობებში გაიშალა, საიდანაც მედიის წარმომადგენლებს პროფესიული საქმიანობის შესრულება უწევდათ. სცენარით გათვალისწინებული იყო ასევე, ჟურნალისტებისთვის საჰაერო ევაკუაციის ორგანიზება და ჯავშანტექნიკითა და UH-1H ვერტმფრენით გადაადგილებაც. მედიის წარმომადგენლებს სწავლების წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და...

სენაკში მედიასწავლება “ღირსეული პასუხი 2023“ დაიწყო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით სენაკში მედიასწავლება "ღირსეული პასუხი 2023“ დაიწყო. სწავლებას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადა უკვე მეშვიდედ მასპინძლობს. „ღირსეული პასუხის“ მიზანი მედიის წარმომადგენლებისთვის იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, რაც მათ ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში და კრიზისული სიტუაციების დროს პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში...

პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ახალი რეგულაციების მიხედვით უფასოდ ვაქცინაციის ჩატარება შეუძლიათ გოგონებსა და ქალებს 10-დან – 45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებსა და მამაკაცებს 10-დან 26 წლის ჩათვლით. 15 წლამდე გოგონებისა და ბიჭებისთვის აცრების კურსი ორდოზიანია და აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა. “15-დან – 45 წლამდე...

სენაკის ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო წელი დაიწყო

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის 27 საბავშვო და ბაგა-ბაღში, სასწავლო-სააღმზრდელო წელი, განახლებული ინფრასტრუქტურით და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით დაიწყო. სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, ნანა ზარანდიასთან, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან, ინგა ქარდავასთან, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების...

სენაკის 20 საჯარო და 6 კერძო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის 20 საჯარო და 6 კერძო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს, მუნიციპალიტეტის პირველ, მესამე, კოტიანეთის სკოლებსა და კერძო სკოლა ლიცეუმში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ნანა ზარანდიამ, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა, გივი მისაბიშვილმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის...

გიორგი ამილახვარი საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად საზოგადოებას 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. „დღეს 15 სექტემბერია და მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში ახალ სასწავლო წელს ვიწყებთ. მინდა, ეს მნიშვნელოვანი თარიღი განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც წელს პირველად შეაღებენ სკოლის კარებს. ვულოცავ მოსწავლეებს, მშობლებს, ჩვენს მასწავლებლებს და წარმატებულ სასწავლო წელს...

“ოცნების” სენაკის ორგანიზაციას ვახტანგ გადელია უხელმძღვანელებს

"ქართული ოცნების“ სენაკის ორგანიზაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია უხელმძღვანელებს. ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები სენაკში გამართულ პარტიულ კონფერენციაზე აირჩიეს. დღესვე, კონფერენცია გაიმართება ფოთში.

წარჩინებული სტუდენტები 300 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ორმაგდება სტიპენდიატთა რაოდენობა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა. განახლებული პროგრამის ფარგლებში სასწავლო წლის 10 თვის განმავლობაში, ოქტომბრიდან ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებული სტუდენტები ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად მიიღებენ 300 ლარიან სტიპენდიას. რაც შეეხება სტუდენტთა რაოდენობას, თუ აქამდე სტიპენდია გაიცემოდა...