სენაკში “მუსიკალური საღამო” გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული „მუსიკალური საღამოების" ფარგლებში ღონისძიებებს დღეს სენაკმა უმასპინძლა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა გასართობი სივრცე, საბავშვო ატრაქციები, მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. საღამო კი სოფო ბედიას, ელენე ფოჩხუას, მარიამ მამისმედიშვილის, ბენდ ,,ნიუტონის" კონცერტით დასრულდა. შოუს თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი, ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა.