სენაკმა უმასპინძლა მურმან ჯინორიას

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, გაიმართა საღამო - შეხვედრა მონატრებულ ქალაქთან და მსმენელთან. სენაკმა უმასპინძლა თავის ღირსეულ შვილს, ქართული თეატრალური საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატს, კოტე მახარაძის სახელობის ტიტულის მფლობელს, სენაკის საპატიო მოქალაქეს, მურმან ჯინორიას. საღამოს უძღვებოდა თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი, ნიკოლოზ...