სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის 143 - ე სეზონი იხსნება. "დღეს შედგა დასის კრება, სადაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვახტანგ ნიკოლავამ და თეატრის დირექტორმა ირაკლი ადამიამ წარადგინეს სამომავლო შემოქმედებითი გეგმა. მოემზადეთ საპრემიერო სპექტაკლებისთვის და საინტერესო თეატრალური სეზონისთვის."-ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ზუგდიდი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ-სენაკის გზის 76-86 კმ-ზე, სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სენაკში, ზუგდიდი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ-სენაკის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 76-86 კმ-ზე, მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს აღნიშნული მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციას, ხიდბოგირების, ეზოების შესასვლელებისა და გაბიონების მოწყობას. პროექტის ღირებულება 12 687 614 ლარს შეადგენს.