სენაკში 100%-იანი გრანტი 8 კურსდამთავრებულმა მოიპოვა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან ერთად, 100%-იანი გრანტის მფლობელ სენაკელ კურსდამთავრებულებს, ასევე, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებს შეხვდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2023 წლის ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი დაფინანსების გრანტი 8 კურსდამთავრებულმა მოიპოვა. მუნიციპალიტეტის მერმა, ახალგაზრდებს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს,...