დღეიდან, ეტაპობრივად, ბუნებრივ გაზს, ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა ახლადაშენებული მაგისტრალური გაზსადენის საშუალებით მიიღებს. გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში, მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა, შპს ,,გაზის ტრანპორტირების კომპანიის დაფინანსებით, შპს ,,დაგის“ მიერ განხორციელდა. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი 2 166 388 ლარით დაფინანსდა. მიმდინარე წელს, მაგისტრალი შპს ,,გასკო+“-ს გადაეცა. წლების შემდეგ, პირველი გაზქურა ლეძაძამეში, მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ...