სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა 10 პროცენტი დეკლარაციებს ხარვეზებით ავსებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა 2022-2023 წელს შევსებული დეკლარაციების ნაწილი ხარვეზიანი აღმოჩნდა. ამის შეასხებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს. „შემცირებულია იმ თანამდებობის პირთა რაოდენობა, რომლებიც ხარვეზებით ავსებენ დეკლარაციას; წლევანდელ დეკლარაციებში 23-მა თანამდებობის პირმა გამოასწორა 2022 წელს ჩვენს მიერ გამოვლენილი ხარვეზები; 250-ზე მეტი თანამდებობის პირიდან დეკლარაცია ხარვეზებით შეავსო...

“მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმები, მერების შეთანხმების ახალი ხელმომწერი მუნიციპალიტეტისთვის”

პროექტის - "მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმები, მერების შეთანხმების ახალი ხელმომწერი მუნიციპალიტეტისთვის" ფარგლებში, სასტუმრო ,,ვერსალის“ საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ გადელიასთან ერთად, მიიღეს: ადგილობრივი თვითმმართველობის, ასპინძის, დმანისის, მარტვილის, ონის, თბილისის, შუახევის, ცაგერის მუნიციპალიტეტების, ასევე სენაკის მუნიციპალიტეტის ეკო-კლუბის წარმომადგენლებმა და გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია ,,დეას“...

“გაიღე სისხლი, აჩუქე ბავშვებს სიცოცხლე”

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სისხლის ბანკის ინიციატივითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მერიის საკონფერენციო დარბაზში, სისხლის უანგარო დონაციის აქცია - "გაიღე სისხლი, აჩუქე ბავშვებს სიცოცხლე!“ - გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისინფორმაციით, მოზარდების სიცოცხლის გადასარჩენად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მერის პირველმა მოადგილემ, ბადრი ქუთელიამ, მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, ადმინისტრაციული სამსახურის...

სენაკის მერია უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება. ქალთა მიმართ ძალადობა, ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია. 2022 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, შეიქმნა სენაკის მუნიციპალიტეტის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა...

აჯიკაში და წითელ წიწაკაში აკრძალული საღებავი აღმოაჩინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, სურსათში საღებავების შემცველობის დადგენის მიზნით, სხვადასხვა სურსათის 61 ნიმუში აიღეს და გამოიკვლიეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში. კვლევის შედეგად 5 ნიმუშში სუდანის ჯგუფის აკრძალული საღებავები აღმოჩნდა: შპს „ლაგოს“ მიერ წარმოებული წითელი წიწაკა (დაღერღილი, დამზადების თარიღი: 06/10/2023 წელი, ვარგისიანობის ვადა 12 თვე), აღმოჩნდა საღებავი Sudan I. მისამართი: შპს „ცენტრალური ბაზარი“...

სამინისტრო: მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება. უწყების ცნობით, დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანისა და გაუტკივარების საფასურს, ასევე, მედიკამენტების, კვების, პალატის, სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს. შესაბამისად, პაციენტს თანხის გადახდა არ მოუწევს. “რაც შეეხება ჩვენების გარეშე, პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებულ საკეისრო კვეთას, ან...

პოლიციამ სენაკში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 20 პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის...

პროკურატურამ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა

საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენი, რომლითაც თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის და შრომის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე ბრალდებული ოთხი პირი გაამართლა, სააპელაციო წესით გაასაჩივრა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის აპრილში, სენაკის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულებმა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დაზარალებულის მიმართ განახორციელეს პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლო ინფორმაციის გავრცელების მუქარა,...

სენაკში გაიხსნა კახაბერ ჟვანიას სახელობის ღია ტურნირი კრივში

სენაკის სპორტის სასახლეში, საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის, ევროპის ორგზის პრიზიორის, მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების მონაწილის, სენაკელი სპორტსმენის, კახაბერ ჟვანიას სახელობის ღია ტურნირი კრივში, რომელიც საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება. ტურნირს დაესწრნენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, მერის მოადგილე, ნან

სამეგრელოში და სხვა რეგიონებში “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 18 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში 18 პირი დააკავეს. „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1966 წელს დაბადებული მ.ც., 2002 წელს დაბადებული...