საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენი, რომლითაც თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის და შრომის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე ბრალდებული ოთხი პირი გაამართლა, სააპელაციო წესით გაასაჩივრა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის აპრილში, სენაკის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულებმა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დაზარალებულის მიმართ განახორციელეს პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლო ინფორმაციის გავრცელების მუქარა,...
სენაკში გაიხსნა კახაბერ ჟვანიას სახელობის ღია ტურნირი კრივში
სენაკის სპორტის სასახლეში, საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის, ევროპის ორგზის პრიზიორის, მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების მონაწილის, სენაკელი სპორტსმენის, კახაბერ ჟვანიას სახელობის ღია ტურნირი კრივში, რომელიც საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება. ტურნირს დაესწრნენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, მერის მოადგილე, ნან