ანდრია გუგუნავა, კარატეში, საქართველოს ჩემპიონი გახდა

სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის მოსწავლემ, ანდრია გუგუნავამ, ჩემპიონატზე, სადაც ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონის 410 სპორტსმენი მონაწილეობდა, 14-15 წლიანთა ასაკობრივ კატეგორიაში, კარატეში, საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას...