სენაკელი ანასტასია ჯანაშია მალაიზიის ახალგაზრდა ელჩი გახდა

ანასტასია ჯანაშია "Youth for Georgia's Future-ის“ მიერ ორგანიზებული პროგრამის - "ლიდერი ახალგაზრდებისთვის, Hagamun-ის“ ფარგლებში, მალაიზიის ახალგაზრდა ელჩი გახდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ანასტასია, ახალგაზრდა ელჩის სტატუსით, ჰააგაში, საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთი წარმატებული მონაწილე გახლდათ. მისი ავტორობით, მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი რეზოლუცია, ჩართული იყო მოდელირებულ დებატებში და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესებში.