აკაკი ხორავას დრამატულ თეატრს, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საყმაწვილო თეატრი სტუმრობდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საყმაწვილო თეატრი, სენაკის სასკოლო თეატრალური ოლიმპიადის ფარგლებში, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს სტუმრობდა. პატარა მსახიობები მაყურებლის წინაშე ორი სპექტაკლით: „სისატურა“ და „გემი მალე მიადგება ნაპირს“ წარსდგნენ.