ჭალეს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა

სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის ჭალეს უბანში, გზის 2 კმ-იან მონაკვეთზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფომაციით, პროექტი, ღირებულებით - 534 459 ლარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.