სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი.