სენაკში გიორგი გუგუჩია მოქალაქეებთან მიღებას გამართავს

12 ივნისს, 11:00 საათიდან სენაკში მოქალაქეთა მიღებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია გამართავს. მიღება სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ჩატარდება. მისამართი: ქალაქი სენაკი, ილია ჭავჭავაძის #103 სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოქალაქეთა მიღებები პერმანენტულად ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.