გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია ინფორმაციაში.
სენაკში ძლიერმა ქარმა წააქცია უნიკალური, 840 წლოვანი ჭადარი
11 მაისს, სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, ძლიერმა ქარმა წააქცია უნიკალური, 840 წლოვანი ჭადარი, რომელიც შეტანილი იყო საქართველოს წითელ წიგნში. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ქარმა, ქალაქის ტერიტორიაზე, რამდენიმე ლოკაციაზე, დააზიანა ხეები. ამ დროისთვის ქალაქში ქარის შედეგად შექმნილი პრობლემები აღმოფხვრილია.


