სენაკის არტ-ფესტი გაიხსნა

სენაკის XII მუსიკალური ფესტივალი, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, ანსამბლ„შვიდკაცას” კონცერტით გაიხსნა. საღამოზე შესრულდა ანსამბლის ცნობილი კომპოზიციები. ინფორმაციისთვის: სენაკის მუსიკალური ფესტივალი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პატრონაჟით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს მხარდაჭერითა და ხელოვნების აკადემიის ინიციატივით იმართება. ფოტო: სენაკის მერია