სენაკში, ქალაქის ცენტრალურ პარკში ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, გიორგი ჭალადიდელის ბიუსტი დააზიანეს. "სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმართა შესაბამის უწყებას, რათა ფაქტზე მოხდეს სამართლებრივი რეაგირება. ასევე, უკვე ჩავრთეთ შესაბამისი სპეციალისტები, რომლებიც უახლოეს დღეებში დაიწყებენ დაზიანებული ბიუსტის რეაბილიტაციას. მოგიწოდებთ, გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა – გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს, მის ინფრასტრუქტურას, კულტურულ-ისტორიულ ძეგლებსა და ქალაქის...