26 მაისი სენაკში

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სენაკის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა და ფოტოზონები. ნოქალაქევის ციხე-გოჯის ტერიტორიაზე რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს. საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის სენაკის წარმომადგენლობის ინიციატივით, დილიდან, სტარტი აიღო სპორტულმა მარათონმა. დღის მანძილზე, ჟიული...