გარემოს ეროვნული სააგენტო 1-3 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 1-3 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. “1-2 ივლისს ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29,+31 გრადუსი დაფიქსირდება. 3...
სენაკის თეატრი, ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფესტივალზე წარადგენს სპექტაკლს
7 ივლისს, 19:00 საათზე, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფესტივალზე, წარადგენს სპექტაკლს: "კაცია - ადამიანი?!" ფესტივალია ორგანიზატორია: ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი. სპექტაკლი ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროს და სენაკის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.
სოფელ სორტაში საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ სორტაში, ჩილაჩავების უბანში, აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 280 422 ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილე ბადრი ქუთელიასთან ერთად გაეცნო.
სენაკში მორიგი ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა
სენაკში, რეაბილიტირებულ მრავალფუნქციურ რეკრეაციულ სივრცეში, ქალაქის ცენტრალურ პარკში, მორიგი ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, დაზიანებულია სკვერის ინფრასტრუქტურა, სრულად განადგურებულია სკამების ნაწილი.
სენაკში ბოლო ზარი 2025-თან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება
20 ივნისს, 19:00 საათიდან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ვახტანგ გადელიას ინიციატივით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ბოლო ზარი 2025-თან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება. მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულები მიიღებენ. საღამოს მეორე ნაწილი რეპერების - მასტერის და Young Mic-ის შოუს დაეთმობა. ინფორმაციას სენაკის მერია...
მეწარმეობის მიმართულებით დაინტერესებული პირებისთვის შეხვედრა გაიმართება
20 ივნისს, 12:00 საათზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის ორგანიზებით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისა და მეწარმეობის მიმართულებით დაინტერესებული პირებისთვის, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისებზე, ბიზნესისა და მეწარმეობის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებსა და ინიციატივებზე; ასევე...
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 ივნისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნარჩუნდება ძლიერი წვიმის და ელჭექის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სეტყვის შესაძლებლობა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება...
სენაკი-ფოთი სარფის გზის 50-ე კმ-ზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის გზის 50-ე კმ-ზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 50-ე კმ-ზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
14-15 ივნისს, მოსალოდნელია წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 ივნისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა –...
სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა 2025- ის ფარგლებში, საჯარო კენჭისყრის ეტაპი დასრულებულია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა 2025- ის ფარგლებში, საჯარო კენჭისყრის ეტაპი დასრულებულია. უწყების ცნობით, კენჭისყრის ეტაპზე გადავიდა 6 საპროექტო წინადადება, მათგან, მოქალაქეების ჩართულობით, ხმათა უმრავლესობით, ორმა პროექტმა გაიმარჯვა. ელექტრონული ტენდერის დასრულების შემდეგ, სენაკის მუნიციპალიტეტში ორი ერთეული მულტიფუნქციური ენერგოეფექტური მოსაცდელი და ჭავჭავაძის ქუჩის N 82ა-ში საბავშვო ატრაქციონი მოეწყობა. 2025...