სენაკში წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია უტარდება სათავე ნაგებობებს, არსებულ ჭაბურღილებსა და სატუმბ სადგურს. ეწყობა 187,5 კმ - წყალმომარაგების, ხოლო 5,5 კმ - მაგისტრალური ქსელი. დამატებით აშენდება ახალი შემკრები, ბუსტერული ტიპის სატუმბი სადგური და აღრიცხვის კვანძები. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, მოწყობილია 55 კმ-მდე წყალმომარაგების ქსელი....
დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 2000-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდის
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 2000-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდის. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დევნილ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება. „სოფლად სახლის“...
სენაკში მამაკაცი დაჭრეს
მედიის ინფორმაციით, სენაკში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. მას ჭრილობა სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.